წამსვლელ-დამრჩომის
რა ვიპოვე-ე! მთელი ლექსი არ ვარგოდა, ფინალი და ეს ორსტროფიანი ნაწილი ამოვიღე. მგონი გამოქვეყნებულიცაა. ნინო დარბაისელი წამსვლელ- დამრჩომის რა სიგიჟეა, სიგიჟეა ეს ყველაფერი, ეს მე არა ვარ ან ვარ, - თავი ვეღარ ვიცანი. ალბათ აქამდე ასე არავინ არ მომეფერა, დასაფიცარო, შემელეწა გულის ფიცარი! ამოყირავდა დედამიწა, გაიჭრიალა. გაქრა სუყველა, არავისი არ დამრჩა დარდი, ნირშეცვლილია, ყველაფერი, არის კრიალა და შენთან ერთად ავვარდი თუ სადღაც ჩავვარდი! დამეცა მეხი და უგონოდ მეც რომ დავეცი, შენვე მიშველე, უცნაურად შემომეხიდე. ახლა თუ წახვალ, ყველაფერი ამით დამთავრდეს, ახლა თუ წახვალ, აღარასდროს აღარ მოხვიდე! 2002 -2015
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი