მხიარული გონდოლიერა
#ლექსები ნინო დარბაისელი მხიარული გონდოლიერა ჩემი დონა. ჩემი დონა, ჩემი კბილა, ჩემოდონა, ზნეკეთილი, წყნარი, ზრდილი, დედაჩემის რძით გაზრდილი. ქმარი ომში გაისტუმრა, ოსმალეთი გვეომება, . თვით კარნავალს არ ეშვება, ასეთი აქვს გემოვნება. უნიღბოდ კი ზრდილზე ზრდილმა იცის მთელი ეტიკეტი, ვინც ჩემს დონას აწყენინებს, მისთვის მზად მაქვს ერთი კეტი. ქალწულობის ქამრის კლიტე ქმარმა ომში გააყოლა, ადვილია ქალისათვის ამისთანის განა ყოლა? თუკი ვინმე აიკიდა, ნიღბით სახედაფარულმა, მოიტყუებს ჩემს კერამდე, რომ დავუცხრო ვნება-ურვა. მივლის, უხვი და კეთილი, მომრთო, მომცა კაბა, მე რომ გავისტუმრო ბევრი კაცი. გულში დამჭრა კაბალერომ! საძინებელს მიწუნებდა, უვარცლოს და უსაკიდოს. სად ვეძებო? მოვენატრე?! - ისევ დონას აეკიდოს! სხვაგან ვისაც შეაცია, ყველას ელის ვენეცია, ირგვლივ ვისაც ცივა, შია, მოდის ვენეციაშია. სადაც კარგი ყმაწვილია, სუყველა ჩვენს სიაშია, ყველა ვენეციაშია, ყველა ვენეციაშია. მთავარია, პატიოსნად ქმარს ელოდოს ჩემი დონა! ჩემი დონას ერთგული ვარ, წმინდანებს ვთხოვ, შემინდონა. მიყვარს დონა, ჩემი დონა, ჩემი დონა, ჩემი დონა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი