წარმავალობის მონორაიმი
#ლექსები ნინო დარბაისელი წარმავალობის მონორაიმი (1942-ში ებრაელმა შტეფან ცვაიგმა თავი მოიკლა, “ფაშიზმი - ქვეყნის აღსასრულიაო”. ერთი ჩემიანი - ჯერ უსასოობისგან - გათხოვილა. ახლა - ნანობსო.) ვაი, მწუხარებაო, შენ, თვალშეუდგამო, ვისთვის - ფრთებო ნალეწო, ვისთვის - მხოლოდ დგამო. შეიფაროს რამდენი ფიქრის ამ ქოლგამო, ან იტიოს რამდენი გულის ხანაგამო?! რამდენს ვუთხრა,:- გეყოფა ფიქრები ეგ ამო! ყველაფერი გაივლის, გამოცდილა, გამო… ტკივილს მარტო ნუ ებრძვი, მოდი, კარში გამო! ნაბიჯს სასოწარკვეთით თუკი გადადგამო, თავის მოკვლა გინდოდა?! - გვირგვინს რად იდგამო? წარუვალს ნუ გადაწყვეტ - წარმავალის გამო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი