ზევსის ძღვენი
#ლექსები ნინო დარბაისელი ზევსის ძღვენი თურმე ბერძნებს ჰქონდათ ერთი წესი, ყოფილიყო თუნდ უმამაცესი, ხუთი წლით თუ წასულს, ომში ნამყოფს შინ ფეხმძიმე უხვდებოდა ცოლი, ჩვეულებრივ მოელოდა ნაყოფს, არ ჰკითხავდა ცოლს, ვინ ჰყავდა მწოლი, მრავლდებოდნენ ქალწულნი თუ ძენი, სავსე ჰქონდათ ბეღელი თუ სხვენი, მოწიწებით ექცეოდნენ სხვანი, იმ ჩვილს ერქვა თურმე “ზევსის ძღვენი”. ქალს კი - თითქოს რაღაც მადლი ეცხო, არასდროს დასძრახავდა უცხო, ამდენ შვილებს როგორ გაუძღვენო, ღმერთის ვნება, ნება მოაქვს, სდევს ის, შვილი თუა, ნაჩუქარი ზევსის! რა სიტყვა გაქვს აქ სათქმელი, ბრძენო, მთავარია, რომ ივარგოს კაცად, ანდა ქალად, თუნდ არ თვალწარმტაცად! შენ?! - აუშვი, გატყობ, აწ ღვედები. ძალიანაც ნუკი აძღვენდები, გამზრდელს ნურსად ნუკი შეარცხვენო, გესმის, ძღვენო?! ძღვენო, ზევსის ძღვენო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი