ხელოვნება არ ყარს!


ყველა ნაწარმოები
	
ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2023

ხელოვნება არ ყარს! 

#ლექსები

ნინო დარბაისელს

ხელოვნება  არ ყარს!

(“Pecunia non olet” (ლათ.) - ფული არ ყარს. ვესპასიანემ (69-79) ტუალეტების გადასახადით ოქროს  ქანდაკება  გააკეთებინა.
იგონებენ, გალაკტიონს ახლოს ვერ დაუდგებოდი,ისე ყარდაო, ყარდა  გრანელიც;  დიკინსონის ოთახიც - ჩალოგინებული დედის ფეკალიების სუნად; ყარდა თვით მიქელანჯელო!)

**
ოღონდ თუკი ნამდვილია,
ირჩევს  გზაგასაყარს,
არა  - ნატკეპნ გზას მიჰყვება,
სხვათა ნალაყლაყარს,
თუკი ფორმას მყარს ანიჭებს
ჭირს, თავგადანაყარს,
თავზე ჭერიც არ ეხუროს,
ძონძი ეცვას საპყარს,
საღი ლუკმა მოენატროს,
ჭამდეს გადანაყარს,
დრო წაიღებს იმის სხეულს,
ცად ახვედრებს მაყარს,
ხელოვანი კიდეც ყარდეს,
ხელოვნება -  არ ყარს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი