ტყის ნარცისები


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ტყის ნარცისები

(რაღაც, ქართული ნეოკლასიციზმის ხასიათზე დავდექი. ფორმა ასე თუ ისე დავძლიე, 
შინაარსი კი  მოდერნიზმის  შერევის გარეშე არ გამომივიდა)

გაზაფხულია. შენ შესცქერი ტყეში ყვავილებს.
გალობებს,  კაკუნს, ჯერ ხმაჩაუწმენდს ისმენ ღნავილებს, 
ხედავ,  მთის წვერზე  ტყე გაკაფეს,  გადაჰყვა ვილებს,
ბუდეში  მარტო დატოვებულ ბარტყებს - ყვავი ვნებს.
შორი ტრასიდან ამ სიმშვიდეს ძრავის  ხმა მილევს.
ტრაილერი ჩანს, ეზიდება  რახრახა მილებს.

ბილიკზე ფეხს კრავ ფერად  კენჭებს, ალბათ კვარცისებს, 
ეალერსები ამ ოქროსფერ, ველურ ნარცისებს,
მოცახცახეებს,  მოთეთროებსაც, თითქოს ცარცისებს,
ტყიურებს, არა მიწიერებს,  მაგრამ არც ცისებს.
ამბობ: - ეკალ-ბარდს მოერიდე, ბუჩქებს ქაცვისებს.
ამბობ: - დღეს  ცივი ამინდია.   გუშინ?!- არც ისე!
მე - ვიხლართები. ვერ ვეხსნები ეკალ-ნარს ისევ, 
შენ  - მშვიდად მშველი. ქინქლებივით დარდებს არც ისევ.
ვამბობ:-მადლობა, რომ მიხსენი, რომ მანარცისებ!

წინ?! - ვინ რა იცის, გულში რა აქვს გვიან-მარტს ისევ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი