მე - დასაძრავი
#ლექსები ნინო დარბაისელი მე - დასაძრავი - გთხოვ, უცებ ხელში ამიყვანე, ჩამიხუტე, მე ხომ ცოდო ვარ! - - მინდა ვუთხრა კაცს, როდესაც ვინმე გამანაწყენებს, ამასობაში გამახსენდება, რომ მე მერცხალი აღარა ვარ, გულთეთრა და კუდმაკრატელა. თუმცა ფერები იგივე მაქვს, გარეთ - შავ-თეთრი, შიგნიდან - ჭრელი, ფერად-ფერადი და მე მერცხლურად სადღაც, ცაში მოჭყიპინიდან - თოვლში გულდინჯად მოწრიპინე პინგვინი გავხდი და ასაზიდად აწი ამწე თუ მომერევა. მაგრამ იქნება, დირიჟორი ვარ შავფრაკიანი და ჩემი თითის ოდნავ შერხევას ასაჟღერებლად სულგანაბული ელოდება წარმოსახვათა, მთელი ორკესტრი?! სახელი ჩემი სამუდამოდ დაიმტვერება… კარგია, ამ დროს ისევ ვინმე თუ მემტერება. არის ამაშიც რაღაცნაირი ბედნიერება, დანაბარებზე გული რომ ჯავრით დაიბერება და ვინმეს თვალზე უეცარი ცრემლი ერევა და მერე იგი თავის ცრემლებს მარტო ერევა. დასაბარებიც - დაიბარება და დასაბურიც - დაიბურება, ნიშნავს - მოვიდა დრო სიმშვიდის და დაბერება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი