ვერ მოგერია კიბო
#ლექსები ავტორისაგან მარინა ცვეტაევას აქვს ერთი უთარგმნელი, პატარა ლექსი, აგებული სწორედ ამ პრინციპზე. როცა ერთ პატარა ლექსში მთლიანად საკუთარი ენის ლექსიკით თამაშობს პოეტი, მაგალითად, ასე: თითო ბგერის ცვალებით არჩეულ მეტნაკლებად დაშორებული სემანტიკის მქონე სიტყვებს არა მხოლოდ ბოლოკიდურ სარითმო პოზიციაში ათავსებს, არამედ შიდა რითმებადაც იყენებს და ამგვარად ქმნის საერთო შინაარსს, სხვა ენაზე ფორმის გადატანის ცდა, ლოგიკურადვე მარცხისთვისაა განწირული. შინაარსი ხომ ისედაც ,,ძალდატანებით თავსმოხვეულია”. გავიხსენოთ: ველიმირ ხლებნიკოვი და მისი იმდროინდელი მეგობრები უფრო შორს მიდიან ამ მხრივ და რუსული ენის სიტყვათწარმოებით ბუნებაზე დაყრდნობით ახალ სიტყვებს ქმნიან.. მარინამაც რაღაც ასეთი სცადა ადრეულ ეტაპზე, ვიდრე საკუთარ ინდივიდუალობას საბოლოოდ გამოკვეთდა ასე რომ, ეს ჩემი ცდა შეგიძლია ჩაითვალოს მარინა ცვეტაევას ლექსის არა თარგმანად, არამედ უბრალოდ, ქართულ ანალოგად. ალბათ მოუხდებოდა, რომ მიმეწერა ,,ცვეტაევადამ”. გვქონდა ამისი ტრადიცია სხვათა შორის, ქართულ პოეზიაში, მაგრამ რაკი დღეს ეს ტრადიცია უკვე ისტორიული ღირებულებისაა, მკითხველის დაბნევის საშიშროება არსებობს. რა გავაკეთე?! ავიღე ცვეტაევას ლექსიდან ყველაზე მკვეთრი სიტყვა ,, კუბო” და მას მივყევი. ,, “ძალდატანებითი თავსმოხვევა” შინაარსისა - ეს მისგანვე წამოვიღე. გარდა შენი შემოთავაზებული სიტყვისა (კუბა), რომელიც პირველივეა, რაც აქ ადამიანს გონებაში გაუელვებს, მეც დამრჩა საქაღალდეში, მოურგებელი ფორმები. იაკობის კიბეს კი რაც შეეხება, ბიბლიურია, მასზე ციდან მიწაზე ანგელოზები ადი- ჩამოდიან. კიბის თავზე კი ღმერთია. (შესაქმეთა, 28:10-19) ბუნებრივია, ორიგინალთან რაღაც, შეჯიბრისმსგავსი მომინდებოდა, ცვეტაევასთან ასეთი სიტყვა ცხრაა, მე ცამეტი მაქვს. ეს არ ნიშნავს რომ მასზე უკეთესი რამ შევქმენი მშობლიურ ენაზე. ასე ფიქრი მკრეხელობადაც კი მიმაჩნია. თამაშში ავყევი. ორიგინალის ავტორს მუდამ აქვს ერთი დიდი ფუფუნება, რომელიც მთარგმნელს არ გააჩნია. იგი, როგორც დემიურგი, მეტნაკლებად თავისუფალია მასალის შერჩევისას, თუნდაც ლექსიკის დონეზე და მისგან განსხვავებით, მთარგმნელის შესაძლებლობანი სწორედ ორიგინალის, ანუ წინარე საფეხურზე გამოყენებული თავისუფლების გამოა ლიმიტირებული. Марина Цветаева Безупречен и горд... Безупречен и горд В небо поднятый лоб. Непонятен мне герб, И не страшен мне гроб. Меж вельмож и рабов, Меж горбов и гербов, Землю роющих лбов — Я — из рода дубов. 1918 г. ნინო დარბაისელი ვერ მოგერია კიბო! (სამწუხაროდ, მოერია…) გშვენის ახალი კაბა, ვერ მოგერია კიბო, სადიაგნოზო კუბი, ექიმთა ეშმაკობა და მათი არაკები, ვერც ბედის მარეკები, პირღია, შავი კუბო. ფუჭი ლაპარაკები?! კვლავ შენსას ერეკები: -სადაა, იაკობო, ანგელოზების კიბე, ცადაა? ირეკება ვნებები ნაოკები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი