ანაგრამა დავით გურამიშვილს


ნინო დარბაისელი

ანაგრამა დავით გურამიშვილს

რაღაცა უნდა ვთქვა, 
სიტყვა - გასამხელი:
- შავ გულში  - თეთრი  ქვა, 
ზედ - შენი სახელი.
ნახშირით დამწერის ხელი განახელი.
ქვას ასე  ვატარებ  
და კენჭებს პატარებს.
რა, არ გაგიგია?
მახე დაგიგია?
რა თადარიგია!
უფლის ტარიგია.
ვერსად დატიესო,
აძალეს, თქვი ესო,
მტერს ლახვრად მიესო,
არ აპატიესო…

თეთრ ქვაზე - სახელი, 
სახელი, 
სახელი მრავალის მნახველი,  
არსად გასამხელი, 
მას დაძრავს რა ხელი!
 დამაქვს უკვდავი ქვა, 
მრავალი წელია აქავე წერია, 
სათქმელი - გაითქვა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი