ცალკუთხა ღიმილი
#ლექსები ნინო დარბაისელი ცალკუთხა ღიმილი ვთვლიდი, ცალკუთხა ღიმილი - სჩვევია ფლიდს და მპარავს, თავისი ავის მფარავიც ეფარვის ამა კარავს, ობოლი ვნახე დავრწმუნდი, აქამდე მიმიქარავს, ნიღაბი - ირონიული - მტკივნეულ სახეს ფარავს. განსაცდელს შესჭიდებია ვინაც სრულიად მარტო, ვინც იცის, მოვა არავინ, როცა ნამდვილად გიჭირს, როდესაც ნაღალატევი - ბალიშს ცრემლებით ალტობ, დამცინავ ნიღაბს მიაგნო, ამასაც უნდა ნიჭი. კეთილია თუ ავგული, იქნებ - ორივეც ერთად? მიდი, სცადე და გაიგე, ვინ რას იფარავს როდის! მასკარადია ზრახვათა და რია-რია ფერთა… რკვევაში გადის ცხოვრება, არც უკეთესი მოდის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი