მარიამისა კალთა


ეს  - მეგობრის ელისო გილიგაშვილის  თხოვნით, ექსპრომტია, ნატვრები გაგვიზიარეო
ელისო გილიგაშვილი

ნინო დარბაისელი

მარიამისა კალთა


მინდა მოვესწრო შვილიშვილების ქორწილს, 
ღვინოს შევსვამდე ერთ კი არა და ორ წილს.
მინდა მოვესწრო დიპლომებს იმათ ხელში, ესეც ერთია ნატვრებში - გასამხელში.
კალთაში მესვას მე შვილთაშვილი მათი,
და გავიხარო  მარადჟამს სუყველათი.
 ნათესავები ჯანმრთელად მყავდეს ყველა, 
დედაც  და სხვებიც, არ სჭირდებოდეთ შველა!
რაც მთავარია, გადარჩეს ივერია, 
ნატვრათა შორის ერთ-ერთი პირველია!
სხვაფრივ - ნატეხი პური და ყლუპი წყალი
არ დამლეოდეს, ძველია, არ ახალი!
მარიამისა მფარავდეს  ნათლის კალთა,
პირნათლად წარვსდგე ბოლოს არყოფნის კართან!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი