მკვლელი მეკვლენი


#ლექსები
ნინო დარბაისელი

მკვლელი მეკვლენი

იცინის  მეკვლე:
-ასე ტკბილად დამიბერდითო,
 და მუჭით გვაყრის  თავზე  კანფეტებს.

იცინის  მკვლელი:
- ასე მწარედ დაიხოცეთო,  
გვაყრის ტყვიებს და ბომბით გვაფეთებს.

ყველგან ცეცხლია, სიცივეში - იწვი, თან თბები.
ერთად აცხადდა ომნანახთა ნაამბობობები:
მიწაზე -  მკვდრები,  ნანგრევები, კატაკომბები;
ციდან - დრონები, მიყოლებით ცვივა ბომბები.

აქ მკვდარ-ცოცხალი  - არ გაირჩევა.
 ფუჭია რჩევა!
ვინ გადარჩება?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი