ფრაგმენტი ძველი ფაილიდან


#ლექსები

ნინო დარბაისელი

(ფრაგმენტი - ძველი  ფაილიდან)

***
დაე დაიცალოს - რაც დასაცლელია, პირთამდე აივსოს -  რაც ასავსებია,
რაღაც გაუგებარ ღობეებს ვაწყდები, ჩემთვის უცნაური, უცხო წესებია.
სიკეთის დამნახავს - თვალი დავსებია,
თამამად ვერავინ გაგილექსებია,
პროფესორს - ქურდობა შეუთავსებია,
რამდენი ტყუილი ღაღადისებია,
გგონია,  სხვა  რამე, უკეთესებია?
რამე საღირსებო  - აქ ვის ღირსებია!
წარსული არაო, არ გაგვახარაო,
აწმყო სასურველი ჯერ არ დამდგარაო,
ხოლო მომავალში - უარესებია.
ხანდახან მგონია, რომ იმ საქართველოს, 
მე რომ მენატრება,  არც უარსებია.

1994

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი