ბედაური
#ლექსები ნინო დარბაისელი ბედაური (“ბედაურები დაიხოცნენ, ვირებს დარჩათ მოედანი” - ანიკოს საგანძურიდან) ვინც არ იცის ბრიყვის ცნობა, ნუ ჰგონია მას ადვილი, სოლომონიც დაემცრობა. თუა ცხენის ფასად ვირი. ო, ლოგიკა გიჟური და ბრიყვის დამაჯერებლობა! - მოდის თითქოს ნაჟურიდან. შიგ ბრძენიც კი ჩაეფლობა. გულწრფელობაც ახლავს დიდი, სულ სიმართლე გეგონება, კარგად თუ არ დაუკვირდი, თუ არ გიჭრის ეგ გონება. ჭკვიანს? - რაღა დარჩენია, ირგვლივ ბრიყვი კი - ბევრია, თუ ცოლ-შვილიც სარჩენია, რა დროსია იბერია! ბრიყვი - მუდამ ბრიყვს იზიდავს, უყვართ ბრიყვებს გუნდ-გუნდობა. ბრძენს კი თავი გაუხიდავს შუა, როგორ მიენდობა… შუა ლაფში გადაბრუნდა, ვინ გაათრევს ნეტა ურემს. ვირსაც დაპურება უნდა, როგორც ადრე - ბედაურებს! არჩევანი - არადანი: - მარქაფად - ახალი სია, ვირებს დარჩათ მოედანი, ხარობენ და ხალისია! მიდი, გასწი გარმონია, შენ დაუკა, მე - დავუვლი! ვირი - ყველას სხვა გვგონია, ხოლო თავი - ბედაური!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი