ცირკი (ფრაგმენტი ჩანს)


ნინო დარბაისელი

ცირკი

ბევრჯერ დავრწმუნდი უკვე ამაში:
რა ქულებითაც მიგყავს  თამაში,
ათს ხარ - ათია!
ასს ხარ? - ასია!
რაც აკრობატმა,
ან მოჯირითემ,
ან ლომის მწვრთნელმა ღამე ათია!
ნუ გეგონება ცირკი მათია,
სულ ტყუილია, რა - სხვა, რა - სია,
ცირკი - სულმუდამ მასხარასია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი