ნადირობის სეზონი
ნინო დარბაისელი ნადირობის სეზონი (ეტიუდებიდან) - - - წელიწადის ამ დროს სეზონია აქ ირმებზე ნადირობის. სულ ავდარი ავდრობს, მონადირე სანადიროდ დადის როდის? ნანადირევს ახალს შორ ქალაქში გაგზავნიან მალე, ჯერ კი ახარბებენ მნახავს, პაკეტებით ჩამოუვათ ვიდრე “ჯერკი”. მრავლდებიან ისე ეს ირმები, შვლებია თუ ციყვებია, ვა-თუ გადასრისეს, უცვივიან მანქანებს და მიჰყვებიან. ტყე არ დარჩა ახლო, აშენებენ სასახლეებს გამალებით, ვინც ტყეს ხელი ახლო, ვის გაუვა აქ იმასთან დავა ნებით. ჩემს ირმებზე ვდარდობ, მომეჩვივნენ, დაიკავეს ჩემი არე, გზა უეკალბარდო აქ გაიჭრეს, ვერაფერი გავახარე ამათ ხელში ვერსად, მაგრამ ნეტავ ამ ეზოდან არ გავიდნენ, უცებ გასასრესად გაწირავენ, მე საშველად გავალ ვიდრე. ვის რა ვუთხრა ანდა, ვინ ირწმუნებს, რომ ჩემია, გამოზრდილი. აქ რა მოიყვანდა, არ დამედგა ამ ირმების გამო დილით გობი - წყალი, ხოლო ღობის ბოლოს არ მომეხსნა ის ფიცარი.. რაღა მოვაყოლო, რაღა დამრჩა სათქმელი და საფიცარი? კალენდარზე ვხაზავ, როდის გავა ეს სეზონი ნადირობის. რისხვას შიშთან ნაზავს მოვიშორებ, დამასვენებს დარდი როდის? როდის! - - P.S ეს მათთვის , ვისაც ასეთი ამბები აინტერესებს: ამ ეტიუდის მიზანი იყო, მეცადა ჰეტერომეტრული ანუ მეორენაირად, ანიზომეტრული სტროფი. 4/2 4/4/4 (თან ABAB) ეს საზომი უცხოა და მიუჩვეველ ყურს თავიდან უჭირს. საკმარისია, სტროფში იმავე საზომის ტაეპის მიმდევრობა შევცვალოთ, ყველაფერი ადვილდება, 4/4/4 4/2 4/4/4 4/2 (ABAB) მაგალითად ირმებისთვის ღობეს ვარღვევ ეზოს ბოლოს, გობით მიდგას წყალი, ვერ ვეხსნები მათზე ფიქრებს უთავბოლოს, ვდარდობ მე საწყალი ... და ა.შ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი