ორთაბრძოლათა


ნინო დარბაისელი

ორთაბრძოლათა
- - - - 

შენ აღარ იცი, სიბრძნის კოშკი როგორ ააგო, 
ირგვლივ სუყველას სათავისო მახე უგია.
უყურებ, გიკვირს, ორთაბრძოლა ერთმა - მოიგო.
ერთმა  - მოიგო, მაგრამ მეორეს - არ წაუგია.

გონებავ ჩემო,  არეულო, ბნელო ალაგო,
შენს თვალწინ ხდება, რაც  მარცხია, რაც აუგია.
უყურებ, გიკვირს - ორთაბრძოლა ერთმა წააგო, 
ერთმა წააგო, მაგრამ მეორეს - არ მოუგია.

ბრძენი კი ამბობს, გაერკვევა უცებ ამაში,
ვინც შეიხედავს კულისებში, ნახავს, რაც ხდება.
ეს ორთაბრძოლა  - საგარეო არის თამაში.
მთავარი არის, სცენის მიღმა რაც გადაწყდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი