შემოდგომური სიტყვანაწყვეტი
# ლექსები ნინო დარბაისელი შემოდგომური სიტყვანაწყვეტი გაშიშვლებული დგანან ჭადრები, ხარ მოწყენილი, მოიჩადრები. ყველა ფოთოლი - ხელისგულია, მაგრამ მკითხავი არ ჩანს. წვიმს განუწყვეტლივ, დღეა მეათე, ,,ვხავსდები” - ზეცა დაამუნათე. მზე მოასირმებს დუნე ოქროთი ამ - შემოდგომურ ფარჩას, თუ გამოვიდა. ჯერ კი სადაა? ისევ ცადაა, მაგრამ ღრუბლებში, ტყვიის ღრუბლებში აირია და გამოუღწევად ჩარჩა. მიდიხარ? წასვლა ნებაა შენი. მოვლენ თუ წავლენ მოთამაშენი, სულიერისთვის უკვე ერთია, ამდენჯერ თუ გადარჩა! თვითატანაა არცთუ ადვილი, არ მისაკლისებს არა ადგილი - არცა კეთილი, არცა კარღია, არც ჩაკეტილი, კარჩა…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი