დედაბრისა და უფლისწულისა
#ლექსები ნინო დარბაისელი დედაბრისა და უფლისწულისა ტყე დაზნექილა, ტყეში ქარია, ქარს დღემდეც ბევრჯერ მიუქარია, ტყე - დაცემული რამ ლაშქარია. ქოხში - ბებერი ჯადოქარია, ბევრს ეგონება, ქონდაქარია, მარტოკა ქრება. - ყველა მდინარის დავლიე წყალი, ყველა ნატერფალს ზედ დავეკონე, ხმა კი ვერავის ვერ გავაგონე, ხილიც ვიგემე გზაზე ნაყარი, ყველა ბაყაყო, პრინცი მეგონე! ვკენტობ საწყალი. მე გადავყარე ყველა თილისმა, ჯადოს მასალაც ცეცხლს შევუკეთე, იმათი კვამლი წაიღო ნისლმა, სამსალაც ბევრი ვასვი და მისვამს, ცოტაც მიქნია, ალბათ, სიკეთე, ვაჯობე სხვის - ავს?! ყველა შელოცვა და ჯადო-მადო ვიცი. რად მინდა, ნეტა ვიცოდე, სიკვდილმა უკვე ხელი დამადო, მითხრა, წაგიყვან წამის-წამადო, ვეღარც ვიხსენებ, იმდენი ვცოდე სხვის საწამადო. ეს - მამლის ფეხზე შემდგარი ქოხი, ბალახ-ბულახით რისთვის ამევსო? არა, არ ისმის კაცის როხროხი, არ მელის წყვილთა ახი და ოხი, არავინ მოვა ამ ნაღამევსო ჩემი მეოხი. შორიდან მოსულ ხმებს ვაყურადებ, მაინც მგონია, მოხვალ, რაინდო, შენს მზეთუნახავს, კუბოში ნადებს, ადრე ადრიდი ბერძნულ მონადებს, არ დაიზარო და არც დაინდო! ლოყას მოგადებს. აქ - სულიერი არ ჩანს არავინ, რომ ვანდო სიბრძნე: გადედაბრება მზეთუნახავთა ამგვარად ხდება. ნანატრი როცა არ აუხდება, ლოდინში ხანიც რომ გამოხდება, სული კენტობით დაიზაფრება არც არა რჩება დასაფარავი. აღარაფერი არ ეაფრება. ეარაფრება. თმაგაპუწული და გაწუწული მე ვარ ყოფილი მზეთუნახავი, დღეს - აღარა ვარ დასანახავი, არ მომივიდა ის უფლისწული, ვინ იყო გზათა გადმომლახავი! მარტო ვკვდები და ქოხში-ღა ვხავი! ვხავი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი