ებანი


#ლექსები
ნინო დარბაისელი

ებანი

იცი,  რა როგორ უნდა ხდებოდეს?!
- ვინც გესიზმრება,
სწორედ იმ დროს იმასაც უნდა ესიზმრებოდე…
კარგი, თუ არ დაესიზმრები,
წარმოსახვაში  გხედავდეს მაინც..
წარმოსახვაში თუ არ გხედავს, 
ვიღაცასთან გახსენებდეს,
თუ არ გახსენებს,
მაშინ შენზე ფიქრობდეს მაინც…
კარგი, შენზე თუ არ  იფიქრებს,
ახსოვდე  მაინც.

გამოვიდოდა, 
რომ ყოველღამ სიზმარში მხედავ,
ან მუდმივად წარმომისახავ,
ვინმესთან მუდამ მახსენებ და 
სულ ჩემზე ფიქრობ, 
 ან სულ  გახსოვარ.

საიდან ისმის, 
რაა ეს ბანი,
ან  სიმგამწყდარი რაა ებანი,
ან  უპასუხო ასე  ვნებანი, 
ან ეს  მუდმივი,
ეს ცალმხრივი  დასიზმრებანი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი