ძმური რომანსერო (ექსპრომტი უჩა შერაზადიშვილს)
#ლექსები ნინო დარბაისელი ძმური რომანსერო (ექსპრომტი უჩა შერაზადიშვილს) რად უნდა სიზმარს ნეტა? - ეს გული დავისერო, მეუბნებოდი წუხელ: - დაგრჩა დარბაზი, სერო? ხმა იყო შორის- შორი, ისმოდა რომანსერო. მომნატრებია როგორ, ძმობილო თბილისელო, მოკითხვა შენი ძველი: “სად ხარ, დარბაისელო! მახსოვხარ, გესმის? თვალი ცრემლით არ დაისველო!”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი