პასაკალე


#ლექსები

ნინო დარბაისელი
პასაკალე*

ბარგი შეგიკარი,
გულში ჩაგიკარი,
თავი დამიკარი,
მშვიდობით,
დავკეტეთ ჩემი სახლისკარი!

არ მიყვარს, 
არ მიყვარს 
არ მიყვარს გაცილება!
გარდაუვალია, ბედმა რაც ინება!
ძნელია, 
ძნელია, 
ძნელია დაცილება.
და უფრო ძნელია,
და უფრო ძნელია,
როცა გეტირება, ძალით გაცინება!

როგორ დაიცლება ახლა ჩემი არე! 
მე ვარ მგლოვიარე,
სხვის არ  მგრძნობიარე,
განა  მდგომიარე,  
ბნელში მწოლიარე, 
ცრემლებმოღვიარე. 
არა  - თანამგრძნობი, არცა - მოზიარე!
სულ ვერ მოგიარე - ახლა ვაღიარე.
შენ - თავს მოუარე, 
მშვიდობით იარე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი