არწივი და ყვავი
#ლექსები ნინო დარბაისელი არწივი და ყვავი (იგავ-არაკი) ერთადერთი ფრინველი, არწივს ვინც ეკარება, თურმე ყვავი ყოფილა, შეეკითხეთ ქარებს! არ შეჰფერის მბრძანებელს სხვა ჩიტებში გარევა, ყვავს? - აცდის და დააფრენს, მაღლა მიაქანებს. ყვავიც - გალაღებული ბუმბულში ჩაფრენია, მომენტია მაგარი, მაღლა ცაში დაფრენს. არწივს გულში სხვა უდევს, (თხზავენ მეზღაპრენია?!) ირაოს ჰკრავს არწივულს და ტვირთს აარაფრებს. და ყვავს დაღლილობისგან ემართება დამბლა. ვერ იმაგრებს რაკი თავს, დავარდება დაბლა. - უშნო გაბედულებავ, ხედავ, რა მიყავი?! ეუბნება თავის თავს მომაკვდავი ყვავი. მადიანი არწივი დაბლა მიიჩქარის, გემრიელი სარჩოა, თავს რად იშიმშილებს! დაბეჟილი საჭმელად - უკეთესი არის, მართვეებსაც მიუტანს. ჭამა უნდათ შვილებს! მორალი: მაღლა ყოფნა გახარებს? არ გრძელდება მარად თუ ყვავი ხარ, ერიდე ფრენას სხვისი ზურგით. ჩამოგაგდებს, უნდიხარ თავის მოსახმარად. სხვისთვის - კარგი სარჩო ხარ, შეგჭამს დემიურგი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი