პოლიტიკა ქართული


#ლექსები

ნინო დარბაისელი

პოლიტიკა ქართული

ვიცი,  ამ სიტყვებისთვის  სიტყვის ბომბებს დამიშენ:
სულ გგონია ასეა: 
ცუდი - მე ვარ, 
კარგი -  შენ! 

შენგან თავდასაცავად მთელი გონი მოვიხმე.
შენნაირად არ ვფიქრობ?! - 
კარგი -  შენ ხარ, 
ცუდი - მე!

 მოგწონს  რქმევა სახელთა, მუქარა და  შერისხვა.  
არც - შენ, არც - მე, 
 იმარჯვებს
 ამ ბრძოლაში
მტერი - სხვა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი