ვნახე ათენი
#ლექსები
ეს მონორაიმი, ანუ ერთ რითმაზე გაწყობილი ლექსი, ქართულად რომ მონორითმის სახელითაა დამკვიდრებული, ახლა ვიპოვე.
როგორც ჩანს, ათენში, ჯგუფის ლოდინში დამიწერია.
ცამეტი რითმა დავთვალე.
ღმერთო, იმათ ლოდინში რა მოცლილად ვმჯდარვარ!
ნინო დარბაისელი
ვნახე ელადა
ვნახე ელადა, გარდასული ვნახე დიდება,
სითეთრე უცხო, მთის წვერები ოქროსმითება,
ვნახე ქალწულთა კრძალვა ძველი და მორიდება,
ტაძრად - ღვთიური განვიცადე ბერთა კირთება.
აქ ამბებია, ზოგზე გული დაგეფლითება!
ვნახე, ნამდვილი დოლმის გულიც - როგორ იდება.
თან დამყვებოდა გიდთა რჩევა და მითითება,
ვნახე, კორინთოში ვიწრო ხიდი ვით გაიდება
და კლდეთა შორის წყალსაც ხავსი რომ ეკიდება.
ვნახე გემები, ღამით პორტში რომ იტვირთება,
მოწმენდილ დარში ზღვისაც ვნახე მე აზვირთება,
აი, თენდება, სადაცაა, დღეც აინთება -
“ნისლში გამოჩნდა ნაზი ეოს, ძოწისთითება”.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი