იტალიური ფაილებიდან (ნუნუ გელაძეს)
#ლექსები ნინო დარბაისელი ნდს - ს იტალიური ფაილებიდან - ნუნუ გელაძეს ** დარი უნდა რამის ნახვას, გინდაც იყოს ვენეცია. წვიმაშია ვენეცია, შენ - გეცხელა? მე - მეცია! გეხვეწები, გევედრები, ღმერთო, წვიმა მიანელე! გარეთ მინდა, სად ვიშოვო ჩოპინი თუ პიანელე? - - - *პიანელე - უკიდურესად მაღალი ხის ფეხსაცმელის ჩოპინის სახელი იტალიურად. ასეთ ფეხსაცმელებს ატარებდნენ ქალბატონები, რომ წვიმიან- ტალახიან ქუჩაში ისე გაევლოთ, ფეხი არ გასვროდათ და არ დასველებოდათ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი