რეტრო
#ლექსები ეს კიდევ ცალკე სიამოვნებაა -აი, ასეთი პრიმიტიული ლექსების წერა, გარე ფორმა რომ ტექნიკურად უნაკლოა და შიდა ფორმა სულ კლიშეებითაა კონსტრუირებული. გარითმვის სქემაა - დაცემა და ვეღარ წამოდგომა, ნახეთ! (ABAB CBCB DBDB EBEB), ანუ რვა სარითმო ერთეული “მონოა”, ერთგვაროვანი ნდს რეტრო მე მეცვა - ქვედა - წვრილი ველვეტი, დეკოლტეც - ბაცი, უსახელო და შენ - მაისურზე თეთრი ჟილეტი, იარებოდი უსაყელოდა. იმ ზაფხულს სიცხე თავს იმხეცებდა, იმ ზაფხულს მართლა ისე ცხელოდა, სულერთი გახდა, ვინ - ვის ეძებდა, ვინ - ვის ელოდა, თუკი ელოდა. მე შენზე მითხრეს ავი ამბავი, მაფიცეს, ნუკი გაამხელო და ერთი, უბრალო კენჭი ვიყავი, როგორ მეკლდევა ანდა მელოდა! ნეტა მეღვარა ცრემლი ღვარული, ნეტა თვალები არ ამხელოდა! ზაფხულს თან გაჰყვა ის სიყვარული - უმოსაყოლოდ, უსახელოდა…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი