წინ, უკრაინავ!
#ლექსები ნინო დარბაისელი წინ, უკრაინავ! წინ უკრაინავ, არ შეჩერდე, არ დასთმო ომი, მხარში ხომ გიდგას ყველა ერთად, ომის არმნდომი! ვიდრე არსებობს უკანასკნელი უკრაინელი, რა სატანჯველი - ძველი, ძნელი, არმოსანელი! რომ გამოგლიჯავს რუსეთს, როგორც დიდ დათვს, ტორიანს, მერე ევროპა მიხედავს ქვეყნის ტერიტორიას. სულ აღაშენებს, დაასახლებს ხალხით რჩეულით, აბა, რა უყოს, ლტოლვილები ჰყავს შეჩვეული, უკრაინელი?! - არა მხოლოდ, აღმოსავლეთიც ევროპაშია, ლოკალებს მოსდით ელეთ-მელეთი. სად წაიყვანოს?! ხომ სჭირდება შველა პრობლემას, დაბინავებას, სად გასწვდება მარტოდენ კდემა! წინ უკრაინავ! არ შეჩერდე, განაგრძე ბრძოლა, და ვიდრე იბრძვი, მტერს მოჰგვარე შიში და ძრწოლა! წინ უკრაინავ, ნუ შეგაკრთობს ვინმეს გოდება! მარტო არა ხარ, მომავალი - წინ გელოდება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი