როიალი დიკინსონისა


#ლექსები

ნინო დარბაისელი

როიალი დიკინსონისა 

დაბლაა შენი როიალი. 
ვიცი, ემილი, 
 და ერიდები გამოჩენას  აღზრდილ-კდემილი.   
ხარ ჩაუცმელი,  
ხარ დაღლილი,
ხარ მოწყენილი. 
შოპენი გინდა  შეასრულო,  
საღამო არის უსასრულო,
აქ - სულ სტუმრების არის რიალი,
და შენს ლოდინში  დუმს როიალი.
ჯერ არ მიდიან და  წასვლას  ელი შენ -  დაღვრემილი,
დიკინსონო,  ჩემო, ემილი!

ხილვაა ჩემი
 თუ განაჩენი:

 ზის როიალთან  თეთრკაბიანი,
ხმა მოაქვთ  თითებს,
ამ რეალობას ვერ  აიტანს  შთამომავლობა და გაამითებს!
შენს გულისტკივილს ვინ უშველოს, როგორ და რითი?
 წიგნის ბაზარზე  თუ საღდება  ლამაზი მითი!
სულ მენატრები, ვნაღვლიანობ ხან სულ ამითი;
-მითის მიხედვით,  ბიბლიური ხარ სულამითი!

- - - 
ფოტოზე:  როიალიანი ოთახი, რომლის თავზეც ცხოვრობდა ემილი დიკინსონი, მისგან ხის კიბე  პირდაპირ აქ ჩამოდიოდა.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი