წინასწარმეტყველს უთქვამს დებორას
#ლექსები ნინო დარბაისელი წინასწარმეტყველს უთქვამს დებორას ვინც ჩემსავით არ აზროვნებს, ყველა ნაღდი ქოცია, ხოლო ქოცი ერთიანად, ყველა წარსახოცია! ვინც ჩემსავით არ აზროვნებს, ყველა ნაღდი ნაცია, ერთიანად გასაწყვეტი - ქალია თუ კაცია. მიდით, ჭამეთ ერთმანეთი, მეტი რა დაგვრჩენია, პოლიტიკას წაუღია, შენია თუ ჩემია! ამის გამო საქართველო არის მუდამ ვნებული, ელის კიდევ დამარცხება მას - არდახანებული, მტერი - გახარებული და ახარხარებული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი