საგაზაფხულო


#ლექსები

ნინო დარბაისელი

საგაზაფხულო

 ეს ზამთარიც - გატეხილი,
 ბეღურები  - ატეხილი,  
 უკვე კვირტებგადამსკდარია
ყოველგვარი  ხეხილი. 

გულამოსკვნით  მოქვითინე  ვაზი - გადაგრეხილი,
 ვიგრძენი და გამილაღდა ეს გული დამეხილი.
მზეა - მზური, ცაა - ცური,
 სავსე, როგორც ძროხის ცური,
 კარს მომდგარა გაზაფხული. 
 - გაზაფხული მეძუძური - გულმკერდგადაღეღილი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი