ნააბორტალის ლემენტაცია


(სქემა - ჩემია - კატრენის ბოლოს ფიქსირებული,  ფლექსიური რეფრენით)

ნინო დარბაისელი

ნააბორტალის  ლემენტაცია

დაცლილა თასი,  გასულა
დრო გრძნობის სისილიცლიცის,
ვინც სიყვარული არ იცის,
არც სიძულვილი  იცის.

ბედისგან მთლად დათარსულა,
ვერგამხედნავი კვიცის,
ვინც თანაყოფა არ იცის,
არც განშორება იცის!

თქვან,  სული აღარ ასულა,
პირუმტკიცია  ფიცის…
ვინც სიტკბოება არ იცის,
არც ეს სიმწარე იცის!

ცის ანგელოსად ასულა,
წყალობა ჩვენდამი ცის…
ვინც სიცოცხლისა არ იცის,
არც სიკვდილისა იცის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი