ქართული პოლიტგაზონი


ნინო დარბაისელი

ქართული პოლიტგაზონი
(ექსპრომტი თ. ჭახნაკიას)

გაზონი იზრდება  ასე:
ახლად  ამოწვერილ  ნათესს
ზემოდან  ეყრება ჩალა.

თაობა - სიახლით სავსე - 
კარზეა, იციან -  მათ -  ეს!
 ჩრდილია  და  მკრთალად ჩანან. 

 არ მძლავრობს  ჯერ სიკისკასე
 ახალთა? ჩანს  სიხალვათე?
 გული გრძნობს მათ ავან-ჩავანს.

 უფალო, გთხოვ, აათასე!
ჩვენ მათი შემჩნევა გვმართებს 
და რწმენა - მტერთა მზე ჩავა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი