ვუალი
ნეოსიმბოლისტურ სტილში მინდოდა რაღაცის გაკეთება, ზოგისთვის - რეტროა. ნინო დარბაისელი ვუალი გინდ იყო პანტერა, გინდ იაგუარი, ძველდება მარსელიც, მისი პისუარი. მაგრამ მარმარილო - არის უტყუარი. ვის ერგო თანხმობა, ერგო ვის უარი, რა საოცარია შენი ვიზუალი, რაღაც იფარება, რაღაც იკვეთება, ნიღბავ, საიდუმლო კვლავ სადმე თუ არი, ნეტა ჩვევაა თუ ძველი რიტუალი? ალისტერ კროული? და მაინც, რაღაცა ისეთი კრულია! შორეულ ვნებათა მომესმის კრუალი. მეც, ვნებამორეულს მსურს გადავიარო დრო-ჟამის სიშორე და წყვდიადს ვუალო, შენ - ლანდებს მოელი, სხვა მიდამოელი, როს მარმარილოსი ირხევა ვუალი, ვუალი, ვუალი! - - - ფოტოილუსტრაციაზე - იზაბელ ll ვუალით, კარარას მარმარილო, მოქანდაკე კამილო ტორეგინი, 1850 პრადოს მუზეუმი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი