რეტრო - სატრფიალო
აბა, ძველებური ლირიკის ხასიათზე ვინა ხართ! #ლექსები ნინო დარბაისელი რეტრო - სატრფიალო არათანაბრად გაგვკვეთეს ასე, მერე მოვედე მე ღობე-ყორეს: ერთ მეოთხედად - მე - ვნებით სავსე! შენ? - შენი თავიც თან გაგაყოლეს. თქვი ბოლოს:- ყოფა არის აბსურდი, გამიყოლებსო მეცო დინება! რარიგად მსურდი, შენ კი არა და, მეც არასოდეს მეცოდინება! 1980
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი