თოვლი - ნარცისები
და აიტანეთ ასეთი რამეებიც. კარგადაც ხომ ვწერ ხოლმე, არა?! #ლექსები ნინო დარბაისელი თოვლი - ნარცისები წუხელის დაიწყო თოვა მიღმიერი. თითქოს გვეფრქვეოდა დაფქული ცარცი ცის. -რამდენი ვინმეა ისე ბედნიერი, რომ ბედნიერება რა არის, არც იცის! ირგვლივ სიჩუმეში შორი, ნაზხმიერი მესმოდა, მესმოდა ჩურჩული ნარცისის. დილაა. ალმასის ციმციმით ვივსები, არცა მიწიერნი და არცა ცისები, ღამის ნაფერები და ნალაციცები ცვივიან მაღლიდან თეთრი ნარცისები. სრული უღონობა და დაძაბუნება! ღრმა ჰიბერნაციას მოუცავს ბუნება, რამ უნდა დაუფრთხოს სიმშვიდე ან ძილი. ეჰ, გაზაფხულამდე - შორია მანძილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი