მარია ანტუანეტა - მეფეს


#ლექსები

ნინო დარბაისელი

მარია ანტუანეტა - მეფეს

(რეტრო სიმბოლისტურ-ფუტურისტული)

სიახლეო?! 
- ახლოა ტრიანონის სასახლე, 
სასახლეში -  ვიახლე
 ავსტრიელი მოახლე,
ტყვიას აქ ვინ  დაიხლის,
გართობაა?  კი - ახლა!
წარსულს - ხელი არ ახლო!
ხსენებაც გამახელებს.
გავიხარე ამ ხილით - 
შვილებს - ვხედავ ამხელებს,
შენიც  - ვიცი  სამხილი,
საქვეყნოდ გახალხილი!

- - - - 

*ილუსტრაცია ადოლფ ულრიკ  ვერტმიულერი. მარია ანტუანეტა ორი შვილით

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი