ხუთი ტანკა


ხუთი ტანკა 


.
გაცილება
- - - - -
მიემგზავრები.
მშურს ყველა მგზავრის.
იქიდან ერთი
შურის თვალით
მე  შემომცქერის.

ძაღლი
- -  - -
თვინიერია,
მაგრამ 
ბოლომდე არ ინდობა.
ყველა ხის ძირში მოისაქმებს,
საყელურს  თუ ხელი გავუშვი.

სახლი
- - - - -
წუხელ ქარიშხალს
სახურავი გადაუხდია.
დღეს ნაწვიმარზე ორთქლი ასდის.
ადრე დუღდა და გადმოდუღდა
სიცოცხლე სახლში.

დიდედა
- - - - -
შენი სურათმა გამახსენა:
ოდნავ მიმწვარი ფაფისა და
ზემო  უჯრაში შენახული 
წამლის სუნი
დაჰკრავს  ბავშვობას.

***
დილაადრიან
მეეზოვემ
ფოთლებს  და ტოტებს
ზედ ჩიტებიც მიახვეტა.
ადრე დაზამთრდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი