იცი
იცი ზოგჯერ უღრანში დაეხეტები, გხვდება, რაც ქვაა, ანდა კეტია, ან ქარი გაყრის, რაც ცისქვეშეთში ტყუილ-მართალი დაუხვეტია, გაუძელ დროს და მიენდე ღიმილს! - ტრაფარეტია, ეტიკეტია. მოხდება ისიც, ტყუი და იცი, თავისმართლება - მეტისმეტია, სხვა გზა არ არის, ხმაგაკმედილმა გადაიტანე პერიპეტია. მაგრამ თუ იცი სიტყვა მართალი, თუ გულში სიტყვა ვერ დაგეტია? თქვი, ამოხეთქე, ამოისუნთქე, გაწყდეს იქ, სადაც გასაწყვეტია, გაწყდეს იქ, სადაც გასაწყვეტია! გასაწყვეტია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი