ფრენსის უილიამ ბორდილონი - ღამეს ჰქონია ათასი თვალი


#თარგმანები

რას მივაქციოთ ყურადღება

ფ. უ. ბორდილონი  მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, მეოცეს დასაწყისის ინგლისელი პოეტია.
 მისი ლექსი ,,ღამეს ჰქონია ათასი თვალი” იმდენად პოპულარულია, რომ 1948 წელს გამოსულ  ცნობილ  ფილმ-დეტექტივსაც  კი ჰქვია სათაურად ეს პირველი სტრიქონი.
… თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო, 1962 წელს გამოჩნდა  ამავე სახელწოდების სიმღერა -  ჰიტი, რომელსაც ასრულებდა  ბობი ვიი.
ხოლო მის კვალად დღემდე ამ სიმღერის  სხვადასხვაგვარი შემსრულებლები აღარ დაილია.
     ნათქვამია, მარტივი ლექსი ყველაზე რთული დასაწერიაო.  ეს ლექსი თავიდანვე სიმღერადაა დაბადებული. არ უყვარს სიმღერას რთული პოეტური ტექსტები,
 არანაირი გაგებით.  ამაზე ადრე გვილაპარაკია და გვეყო!

აქ სულ ორი კატრენული სტროფია, აგებული  სინტაქსურ ინტონაციურ პარალელიზმზე … თუმცა რაც მასშია გაკეთებული, პარალელიზმურობას დიდად ამეტებს.  ლექსი სტრუქტურირებულია თავისებური წესით. 
   მეორდება მთელი კონსტრუქცია, რითმებიც კი. 
   ავტორის მიერ აგებულია  რაღაც კალაპოტი თუ ყალიბი და პრაქტიკულად,  ერთ ყალიბში ,,ჩასხმულია” ორი რამ, რომელიც მსგავსებით კავშირშია ერთმანეთთან. 
     
 სიმღერის მოსმენა შეგიძლიათ აქ 

https://youtu.be/ssCLB6Y8zjA?si=x_dDACOGY_c4NtsL

ან პირველივე კომენტარში დადებული ლინკით)

ფრენსის უილიამ ბორდილონი

ღამეს ჰქონია ათასი თვალი

***
ღამეს ჰქონია ათასი თვალი, 
დღეს - ერთი. მეფიქრება.
 სამყაროც ქრება,  არის მართალი,
ის თვალი როცა ქრება.

 გონსაც ჰქონია ათასი თვალი, 
გულს - ერთი. მეფიქრება.
სიცოცხლეც   ქრება, არის მართალი, 
სიყვარული რომ ქრება.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Francis William Bourdillon
  
The Night Has A Thousand Eyes

The night has a thousand eyes,
    And the day but one;
Yet the light of the bright world dies
    With the dying sun.

The mind has a thousand eyes,
    And the heart but one:
Yet the light of a whole life dies
    When love is done.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი