ჰენრი ლონგფელოუ - ისარი და ნამღერი


#თარგმანები

რას მივაქციოთ ყურადღება:
ჰენრი ლონგფელოუ აქ  ხალხური ლექსის იმიტირებას ახდენს.  სასიმღერო ტექსტია. 
 როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ისარი და ნამღერი - შეესაბამება ადამიანის მიერ  უმისამართოდ  ნასროლ   ბასრ სიტყვას და ასევე  უმისამართოდ  გაცემულ ტკბილ სიტყვას.
დედააზრი ასეთია: ორივე   ისე უცებ მიდის შენგან, თვალსაც ვერ შეასწრებ და ვეღარ დაეწევი, მაგრამ  შენი ბასრი  ნათქვამი - ისევ მთლიანი  დაგიბრუნდება,  ტკბილი  ნამღერი კი, ისიც მთლიანი  - მეგობრის გულს გაპოვნინებს.
 ვეცადე,  თარგმანში ანალოგიურად ხალხური ლექსისთვის მიმემართა და ძლივს ჩავეტიე  საზომში, არადა არც მისი გავრცობა მინდოდა.  რითმები თითქმის ხალხურია, მარტივი. გარითმვის წესი - დედნისა შევინარჩუნე  (AA,BB), თავ-რეფრენიც.
    ვერ ვიტყოდი, რომ ეს ჩემი საუკეთესო თარგმანია.  
    მოცალეობის ჟამს თავშესაქცევად კი რა უჭირს!

ჰენრი ლონგფელოუ

ისარი და ნამღერი

ჰაერს  გავტყორცნე  ისარი,
კვალნი დავკარგე მისანი.
ვძებნე და არსად აგდია.
ისარი  თვალზე  მარდია.

ჩემივე ნამღერისანი
კვალნი დავკარგე  მისანი,
თვალს ბევრგან გაუღწევია, 
სიმღერას  ვინ დასწევია.

გვიან  ვიპოვე  მუხის ხე,
ისარი შიგ დავინახე,
მეგობრის გულშიც, ფრთიანი
ჟღერდა სიმღერა მთლიანი.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა) 

The Arrow and the Song

BY HENRY WADSWORTH LONGFELLOW

I shot an arrow into the air,
It fell to earth, I knew not where;
For, so swiftly it flew, the sight
Could not follow it in its flight.

I breathed a song into the air,
It fell to earth, I knew not where;
For who has sight so keen and strong,
That it can follow the flight of song?

Long, long afterward, in an oak
I found the arrow, still unbroke;
And the song, from beginning to end,
I found again in the heart of a friend.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი