შუაღამის სიზმარი
👍👍👍🌹🌹🌹 რა ვიპოვეეე - უძველისძველესი! ნინო დარბაისელი შუაღამის სიზმარი ზამთარია, ჩაბნელებულ ფანჯრებს ქარი აწყდება. ახლა მართლა სიგიჟეა სიყვარულის დაწყება, მაგრამ სიზმარს მოერევა ფიქრი მონარჯულები? მომიხვალ და მოღიმარი ჩუმად მეჩურჩულები: - მგონი რაღაც გვემართება,დრო საამო ახლოა... - ნასახლარი გული მუდამ კარგი სამოსახლოა. -ამ უკუნით და სიცივით,იცი, რა დაიწყება? -ჩანაღვლული გოლეული - მწარე თავდავიწყება. -ნუთუ მართლა ასეთი ხარ? ნუთუ მართლა შენა ხარ! -ჰო, ვისწავლე სინაზეთა გულისგულში შენახვა. -რა მლაშეა ზღვის წყალივით ეგ თვალები,სველები! -... , ..! და ღივდება ზამთრის ხნულში თესლი დანასვენები. ქარი ღმუის, ჩაბნელებულ ფანჯრებს ფრთებით აწყდება. ო, რა ბრძნული სიგიჟეა სიყვარულის დაწყება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი