ცუგცვანგი (Zugzwang)
ნინო დარბაისელი ცუგცვანგი (Zugzwang) რა კარგი იქნებოდა ამ სვლის გამოტოვება, მაგრამ ჩაკეტილი ვარ, არაფერი მრჩება, აღარც გამარტივება, გულში უკვე ვტირივარ, სხვა რა გზა დამრჩენია, ხელი მეურჩება. ლასკერ, იყო შენამდიც, ეს გზა ბევრმა იცოდა, შენ უწოდე სახელი, დაამკვიდრე ასე. ვის მოვკითხო ის ცოდვა, ვინ იკისრებს გამხელილს, იტყვის მე მეკუთვნისო, ჩემი ცოდვით სავსე? აი, ესეც ენდშპილი, რაღა დარჩა ბოლომდე, დამთავრდება პარტია, მტერს გავუწვდი ხელს. ეს რაღა თამაშია სულ ფეხდაფეხ რომ მომდევ? ამ ჭადრაკში კარტია? ვინმე გაგიმხელს? რა ყოფილა ცუგ ცვანგი, იძულებით მოძრაობ, წაგებამდე მიდიხარ, რა შავ დღეში ხარ. დავიღალე ძალიან, ამ თამაშში “ჰოც”რაობს, ვღელავ, შენ კი მშვიდი ხარ. მოდი, ხელი ახალი ვითამაშოთ ხვალ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი