ქეძაფი
ლექსები ნინო დარბაისელი ქეძაფი მე დავინახე ცაში ჟირაფი, ტუჩის კუთხეში რომ ედგა ქაფი. ოქრო-მზის ნათელს ხსნიდა ქეძაფი, სხივი დაწყვიტა - ვით სუსტი ძაფი. ავსტრალიის ზეცაზე შეწყდა სხივთა კიაფი. ყოფას დასცქერს ჟირაფი - გაუგებარ დიაფილმს. ღრუბლებში აქვს ყურები, ვერ ასწვდება კი ლაფი, ხომ არ იცი, ჟირაფო, მაინც რა გაიაფდა? - ყველაფერი - ძვირია, სიცოცხლეა - იაფი! - - - * ქეძაფი - იგივეა, რაც თეზაფი - აზოტმჟავასა და მარილმჟავას შერევის შედეგად მიღებული ყვითელი სითხე, რომელშიც ოქრო იხსნება. გადატანით იტყვიან გემონაცვალ, ამჟავებულ ღვინოზე. ამ გაგებით, ბალღამის სინონიმია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი