ლომი - გასაბერი


ნინო დარბაისელი

ლომი - გასაბერი
(იგავ-არაკი)

ერთმა კაცმა  იგუნება
ზოოპარკში  გზის გაგნება, 
იდგა დეკემბერი.

შესასვლელში იყო ტირი.
იქ -  მოიგო სუვენირი - 
- ლომი გასაბერი.

სხვა დროს აღარ დაელოდა,
ბერავდა და მიდიოდა,
ბერა ბევრი, ბევრი.

თვითვე შეკრთა,  როცა ნახა
დაფჩენილი ფართოდ ხახა,  
წაუვიდა ფერი.

მაიმუნებს ჩაუარა,
რა დიდი და რა პატარა, 
სად არ დანაჭერი.

დაინახა იქ ზებრაც  და,
სპილოებსაც როცა გასცდა,
დადგა ლომის ჯერი.

ღრიალებდა მართლა ლომი
უმი ხორცის, სისხლის მდომი,
სურდა გასატკვერი…

თავს გაასწრო, წინ გავარდა,
და ხელიდან გაუვარდა
უცებ ყველაფერი.

ეგდო - ლომი გასაბერი,
სათამაშოდ შესაფერი, 
იდგა  - ლომი მტერი!

რა ნაღდი და გასაბერი?!
- იგავია ამისთანა,
სათქმელ-დასაწერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი