ამბავი მუჭის


ნინო დარბაისელი

ამბავი მუჭის
- - - -  

სხვა - არაფერი,
ის  ჩემთვის თურმე სულ  ერთი მუჭა სინათლე იყო.
მუჭას გავშლიდი და
დღის ნათელში მეკარგებოდა,
მაგრამ მომუჭულს თუკი ბნელში  გავშლიდი ხოლმე,
დედამიწიდან  ზეცის კიდემდე მთელი წყვდიადი მინათდებოდა.

წავიდა ის და 
მე  - ერთი მუჭა სიბნელე დამრჩა, 
წყვდიადში გავშლი  - ბნელში ბნელისა - რა გამოჩნდება!
სინათლეში კი - 
ბნელი  უკვალოდ დაიკარგება.

ესეც  - ამბავი ცოდო-მადლის, 
ესეც- წასულის, 
ესეც-  პასუხი სიკვდილ-სიცოცხლის უპასუხო გამოცანისა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი