უსაშვილობა
ნინო დარბაისელი უსაშვილობა - - - ამ ტურფა საბაღნაროში ვარდებად გადაშლილები მომრავლდნენ, სხვა არ ახარეს, შევცქერით ნირწაშლილები, ვეღარა დაგვიჩივლია, ვის ესმის ეს ჩივილები! ჩვენ - პრობლემები გვადარდებს, ზედა-ზედ წამოშლილები, ჩვენ -სტრუქტურები გვაშინებს, სისტემაჩამოშლილები, ვიცდით, ადვილი როდია... ხოლო ისინი - მოდიან, პოლიტიკაში მოდიან, მამების დაგეშილები, ფულებზე დაგეშილები, სკამებზე დაგეშილები და მამებს ენაცვლებიან პოლიტიკოსთა შვილები. 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი