ნიუსები ქართული
#ჩემი_მხიარული_რითმებიდან “ნიუსები” ქართული აბსურდების ცხელ-ცხელის სმენა უკვე მღლის. ჩვენთან საქართველოში კანონია მგლის. ხარობს ტელევიზია, მისცემია თემა! იმის ნაცვლად, მკვლელებს რომ ერგოს ანათემა, ჰედლაინებს უმშვენებს სერიული მკვლელი, თურმე იტალიაში ელის- მოსავლელი. სიგულჩვილე ქართული უცებ გაასმაგდა, თურმე მკვლელი ქმარ-შვილის - გაგვითხოვდა მაგდა. არასწორად წაკითხულ ფემინიზმის ანბანს გვაჩეჩებენ, ჰყვებიან გულისმომკვლელ ამბავს. მასმედიის ბრალია? მაყურებლის იქნებ? მე ვინ რას მეკითხება! ხმალს ჰაერში ვიქნევ! ვისაც ორიენტირთა ეს აღრევა აწყობს, მტერია და ხვალ ახალ სკანდალს გამოაცხობს, იცის, რასაც აკეთებს, ფლიდმა, გაიძვერამ, სურს, რეალურ პრობლემებს ააცილოს მზერა. მე რა ვისი მხსნელი ვარ, საქართველოვ, ახლა, ასე ცქერას სჯობია ალბათ ტყვიის დახლა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი