გალაკტიონს
#ლექსები ნინო დარბაისელი გალაკტიონს ღამეები კითხვაში თავზეც დაგათიონო, ბუმბერაზო, დიადო, ვერსად დაგატიონო… - ვიცით, გალაკტიონო, ვცანით, გალაკტიონო, ფენომენის შენისა - ცამდე შენაშენისა პროფილი და ფასადი - - საუკუნეს შვენისა, საბოლოოდ დაფასდი. იყავ ტანჯვით მკვნესავი, ღვთიურ ცეცხლის მკვესავი, შენზე ვინ თქვას დღეს ავი! ზედა ზღვარიც ეს არის, მკითხველის საესავი სხვას - ვერაფერს დაჰმართებ, უნდა ჩაჰყვე დაღმართებს! დღეს მკითხველი ახალი, თავი ქვასაც ახალო, სულ სხვას დიდად აღმერთებს. სხვისი ძეგლიც აღმართეს. შენი შედევრებისა, ტანჯვით ნაბევრებისა, რაღამ შეინარჩუნოს ხსოვნა, ნეტავი, წყების, მოდის, გალაკტიონო, დგება, გალაკტიონო, პერიოდი ვერაგი - შენი გადავიწყების! არ ჯობია, გეჯიქონ, ისევ შეგიტიონო? ისევ რამე გიპოვონ და არ გაპატიონო? ღმერთო, ხვედრი ტიალი თავს არ დაგვიბატონო- - ჟამი უპოეზიო და უგალაკტიონო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი