ნამძივები. დიდყინვობისა


ნინო დარბაისელი

 ნამძივები. დიდყინვობისა

(ნ. ჩხიკვიშვილს,  ვინც მამხნევებდა!)

ვინმემ რომ გკითხოს, 
რას ეწოდება - 
“მშვენიერების საშინელება”
ან “საშიში მშვენიერება” 
ნუ დაიბნევი, 
 ეს - დღევანდელი გაიხსენე!

თოვლ-ყინულისგან დაზნექილი
ხეთა ტოტები  - ნამძიმები, 
ზამთრის მზეში რომ ისე  ქათქათებს, 
ისე ელვარებს, 
თითქოს ბისერად  აუსხიათო
სვაროვსკის ქვები 
- მოციმციმე-
ნაციმციმები. 

მთლად  პოეტურად,
მთლად ქართულად
მთლად გოგლაურად,
ირგვლივ  ელავენ ნამძივები.

უცქერ და უცებ  - რაღაც ტკაცუნი, მსხვრევის ხმები,
დალეწვის ხმები…
არა! ბრახუნი…
 არა! 
ბუბუნი თუ გუგუნი, 
 რამ უცნაური ხმა  საშინელი,
ხმა შემზარავი
და  ზედ შენს თვალწინ  
უზარმაზარი ნეკერჩხალი შუაზე სკდება.

ნეტა აქ იყო და დაგანახა!
 გადავიფიქრე:
კიდევ კარგი, რომ აქ არა ხარ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი